1. პროექტის დასახელება: ქართული მუსიკალური ფოლკლორის უნიკალობა.
2. პროექტის მთავარი იდეა: დავანახოთ მომავალ თაობას ქართული ფოლკლორის უნიკალობა, დავაფასებინოთ და შევაყვაროთ საგანძური, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, გაცნობა–შესწავლა, გაფრთხილება და დაცვა.
3. პროექტის აქტუალობა: მდგომარეობს იმაში, რომ გაარკვიონ რა თვისებების წყალობითაა ქართული სიმღერა და ცეკვა უნიკალური, რატომ იწვევს ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსმენელთა აღტაცებას, აღიარებას და დაინტერესებას, რის გამოც სტიმრობენ ისინი საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით. არსებობს არა ერთი უცხო და შორეული ქვეყნის ანსამბლი და ვოკალური ჯგუფი,რომლებიც შეისწავლიან და ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. საინტერესოა ქართლ–კახური სიმღერის ,,ჩაკრულოს’’ მოხვედრა კოსმოსში, როგორც მსოფლიო კულტურის, კაცობრიობის ცივილიზაციის სიმბოლოსი, რაც კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს საკითხს.
4. პროექტის მიზანი. მოსწავლეებს განუვითარებს პროცესში ჩართვას. შეიძენენ უნარ–ჩვევებს მოძიებისა და კვლევისა. გამოიწვევს მათ ინტერესს უფრო მეტი გაიგონ მშობლიური ტრადიციების შესახებ და შეაფასონ მისი მრავალფეროვნება, დაინტერესდებიან, როგორც საერო,ასევე საეკლესიო საგალობლების უნიკალური თვისებით. დაინტერესდებიან ქრისტიანობამდელი პერიოდის შედევრების უნიკალობით, რომ ქართველ კაცს გენეტიკურად ოდითგან მრავალხმიანი მუსიკალური აზროვნება ჰქონდა, რასაც ადასტურებს წარმართული პერიოდის მრავალი შედევრი.
5. პროექტის მონაწილეტა ასაკი მე–9 კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა/ 3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები. შეიქმნება თემის ირგვლივ მოსწავლეტა ჯგუფები, რომლებიც მოიძიებენ ცალკეულ მასალებს, რესურსებს.კიდევ უფრო გაუღრმავდებათ სურვილი მეტი შეისწავლონ.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი, ფოტო,აუდი–ვიდეო მასალა
9. პროექტის მსვლელობა: ინფორმაციის მოძიება რომელიმე ფოლკ. ანსამბლის, შემსრულებლის შესახებ.
10. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საგნებთან: ხელოვნება, ქართულ ლიტერატურასთან, საქართველოს ისტორიასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი მ.შარაბიძე.
12. ხელმძღვანელის ელფოსტა:megisharabidze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: